რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვარესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლიკა ჭუმბურიძემ თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ,,პრაიმტაიმს” კლინიკის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

კლინიკაში ჭუმბურიძის პოსტიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ.

საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას კლინიკური დირექტორი, ვლადიმერ პაპავა ასრულებს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე მიმდინარე წლის 3 მაისს დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე ლევან გოფოძე შეცვალა.