საგურამოში, კაცმა საკუთარის ნაცვლად, შეცდომით მეზობლის სახლი გაარემონტა

საგურამოში, კაცმა საკუთარის ნაცვლად, შეცდომით მეზობლის სახლი გაარემონტაბიოლოგ ვასო გაბუნიას სახალისო და დაუჯერებელი ისტორია გადახდა თავს, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში მისი შვილი ქეთა გაბუნია წერს:

„საოცარ ისტორიაში გავეხვიეთ მე და ჩემი და, ბურიანში გვაქვს მიწა, შავი კარკასით.

მამაჩემი ჩავიდა გუშინწინ და დახვდა გაჩაღებული მშენებლობა.

ღობე, კარ-ფანჯარა, გადახურვა, მიწა მოსწორებული, კომუნიკაციები მიყვანილი.

ეს ადგილი ახალი წესით უნდა გაგვეტარებინა რეესტრში, ამიტომ ცოტა შევშინდით.

საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ კაცმა იყიდა მიწა პარალელურ ქუჩაზე, შეეშალათ და ჩვენი აჩვენეს”.