„საშიში გახდა მეტრო… ისეთი კივილი! კაცები როგორ გარბოდნენ! ნუ ენით აუღწერელი სიტუაციაა“ – მაია ჯაფარიძე -ვიდეო

„საშიში გახდა მეტრო... ისეთი კივილი! კაცები როგორ გარბოდნენ! ნუ ენით აუღწერელი სიტუაციაა“ - მაია ჯაფარიძე -ვიდეოამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრნტი მაია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

„ეს იყო რაღაც საშინელება!!!

თავი მეგონა რაღაც უჟასურ ფილმში… შოკში ვარ!!! ჯერ ისევ მესმის ჩემი გულისცემა

გადავრჩი!!! ერთი საათი შავ დღეში…

საშიში გახდა მეტრო…ჯერ ისევ ცუდად არ ისეთი სტრესი მივიღე..იარაღით და ისეთი კივილი! კაცები როგორ გარბოდნენ! ნუ ენით აუღწერელი სიტუაციაა.

ხალხის უმეტესობა კუთხეში დაწვა და თავზე იფარებდნენ ხელებს! მეც ვიღაც სქელი კაცის გვერდით მოვხვდი და საწყალი ისე ცახცახებდა, გული დამეწვა. მეც მუხლებზე დავიჩოქე და უფალს ვეხვეწებოდი, მშვიდობა მოგვეცი-თქო. ცუდი განცდა ყოფილა… ისევ შოკში ვარ…“