სოსო გოგაშვილი – „იცით რა გააკეთა ჩემზე გაბოროტებულმა ოცნებამ?“

სოსო გოგაშვილი - „იცით რა გააკეთა ჩემზე გაბოროტებულმა ოცნებამ?“სოსო გოგაშვილი 306-ე საკანიდან სოციალურ ქსელში მორიგ წერილს წერს:

„ჩემს სოფელში გავაკეთე საერთო მოხმარებისათვის მეორე ჭაბურღილი. იქ, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა წყალი. ამ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს  აქვთ პატარ-პატარა ნაკვეთები, უწყლოობის გამო ვერ იყენებდნენ და თავი მიანებეს. ამ ადგილს ეწოდება პატარა მთა და წყლის საშუალებით პატარა წალკოტათ გადაიქცევა.

იცით რა გააკეთა ჩემზე გაბოროტებულმა ოცნებამ?  1000 ლარიანი ჯარიმა გამოწერა წყაროზე და უნდათ რომ გავაუქმო. იმედია სოფელმა იცის ეს ამბავი. მაჩხაანელებო, მითხარით როგორ მოვიქცეთ, ალბათ ხელისუფლებამ წყლის პრობლემა მოაგვარა. ეს ფსკერი არ არის, ამის იქით არაფერია . ამას მხოლოდ ღირსებისგან დაცლილი გაბოროტებული ადამიანი თუ იზავს. ესეც გაივლის”.