უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ირანული დრონების 60% გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ირანული დრონების 60% გაანადგურესუკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა ბრძოლის ველზე 86 შაჰიდ-136 ირანული კამიკაძე დრონი გამოიყენა, რომელთა 60% განადგურდა – ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, გენერალმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მათი ნახევარზე მეტი 30 სექტემბრიდან გამოიყენეს, მათ შორის უკრაინის ქალაქებში.

„30 სექტემბრიდან მოწინააღმდეგემ სხვადასხვა ტიპის 20 რაკეტა გაუშვა, მათ შორის 13 ბალისტიკური რაკეტა. მტერმა, ასევე, გამოიყენა 46 შაჰედ-136 კამიკაძე თვითმფრინავი სამხედრო ობიექტების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ჯარების პოზიციების დასაზიანებლად, აქედან 24 დრონი. განადგურდა“, – განაცხადა გრომოვმა.