ირინკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„My feelings right now are beyond words.
ეს ქვეყანა ყველა ეტაპზე მასაჩუქრებს და მარწმუნებს რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
1 წლის წინ, დიდი ბრიტანეთი მენდო, დამაფასა და სამაგისტრო პროგრამა და ლონდონში ცხოვრება სრულად დამიფინანსა.
როცა ჩამოვედი ვერც კი წარმოვიდგენდი, საუკეთესო ოცნებებშიც კი, რომ ჩემი ცხოვრება ასეთი საინტერესო იქნებოდა და იმას ხომ საერთოდ ვერ დავუშვებდი, რომ დღეს ამ პოსტის დაწერას შევძლებდი.
Dreams do come true.
მუშაობას ვიწყებ ბრიტანეთის პარლამენტში, House of Commons-ში, ბრიტანეთის მხრიდან რუსეთის დასანქცირების პროექტზე, კონსერვატორული პარტიის წევრ Jonathan Djanogly-სთან.
ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩვენთვის, ყველასთვის, ცნობილ ამ შენობაში რეალური ადამიანები მუშაობდნენ, მითიურ პერსონაჟებს ჰგავდნენ ჩემთვის.
თუმცა, სულ რამდენიმე დღეში სწორედ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა და ისტორიული გარემო ჩემი სამუშაო სივრცე გახდება რამდენიმე თვით და თან ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი ვიქნები”.

