„ერთს გირჩევთ, ეცადეთ მალე გაარკვიოთ, რას ამბობს თქვენი მეგობარი თქვენზე სხვაგან…“ – ნიკა ქავთარაძე

„ერთს გირჩევთ, ეცადეთ მალე გაარკვიოთ, რას ამბობს თქვენი მეგობარი თქვენზე სხვაგან...“ - ნიკა ქავთარაძენიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„44 წლის ვარ.
ამ 44 წლიდან, მინიმუმ ნახევარი თან ვარ ჩემს მეგობრებზე გადაყოლილი.
არ არსებობს ჩემთვის დაბრკოლება, რომლის გამოც მეგობარს გვერდით ვერ დავუდგები.
წუმპეში და ჭაობში ყელამდე ჩავარდნილი მეგობრები ამომიყვანია, გზაზე დამიყებენია.
ბოლო ფული მიმიცია და დღეები ფეხით მივლია, რომ მეგობარს თანადგომა და თანაგრძნობა არ მოკლებოდა.
ასე ვარ დღემდე.
ამიტომ იმაზე სშინელი და მძიმე არაფერია ამ ურთიერთობაში, როგორც უსამართლო შეურაცხყოფა.
ანუ ამბის პირიქით დანახვა. დახმარებას რომ ხელის შეშლას ეძახიან, ჭაობიდან ამოყვანას – ჭაობში ჩაგდებას. ფინანსურად გვერდით დგომას, ანგარებას.
ადრე, როცა უფრო ახალგაზრდა (პატარა ვიყავი), ვფიქრობდი, რომ ჩემი ასაკი აძლევთ ადამიანებს იმის თქმის უფლებას, რომ რამე დამაბრალონ. მაგრამ 44 წლის კაცს არ შეიძლება ელაპარაკო, როგორც 18 წლის “ღლაპს”. 44 წლის ადამიანს არ შეიძლება დააბრალო ის, რასაც თავად ებრძვის.
სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს დავწერ.
მხოლოდ ერთს გირჩევთ, ეცადეთ მალე გაარკვიოთ, რას ამბობს თქვენი მეგობარი თქვენზე სხვაგან – სამსახურში, ოჯახში, სხვა მეგობრების წრეში.
მე დღეს აღმოვაჩინე, რომ საშინელი, ბოროტი და სხვა არც ისე სასიამოვნო იმიჯი მქონია “იქით მხარეში”.
P.S. ჩემთან სახლში, ქეთისთან, ყოველთვის კბილებით ვიცავ მეგობრებს, რომელიც ქეთის არ მოსწონს. ვიცავ იმიტომ, რომ მიყვარს ისინი და მინდა წინ წავიდნენ.“