ირაკლი კობახიძეს „ბუნების კარი” დაუწერია“ – ვახო სანაია

ირაკლი კობახიძეს „ბუნების კარი" დაუწერია“ - ვახო სანაია ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

„მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ,,ბუნების კარი” დაუწერია. ხეებზე, ნერგებსა და ხოხბებზე გამოაქვეყნა წერილი.

ამონარიდები ირაკლი კობახიძის ნაშრომიდან:

გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ბიძინა ივანიშვილის მორიგი საქველმოქმედო პროექტის შესახებ. მასშტაბური აგროკომპლექსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადაშენების პირას მყოფი ფრინველთა სახეობების გასამრავლებლად და ბუნებაში გასაშვებად შექმნა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს, რაც დარგის სპეციალისტებმა ჩემზე უკეთ განმარტეს.

გაშენდა შეკვეთილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, შეიქმნა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა მასშტაბური სანერგე მეურნეობები, რომლებშიც ასეულობით ქართული და ასეულობით უცხოური ვაზის ჯიში, აგრეთვე ასეულობით სახის ხეხილოვანი კულტურა გაშენდა. თბილისს გადაეცა იპოდრომის ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დედაქალაქის ეკოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე გაშენდება. გადაშენების პირას მყოფი ფრინველთა სახეობების გასამრავლებელი აგროკომპლექსიც მორიგი საქველმოქმედო პროექტია, რომელიც უნიკალური ქართული ბუნების შენარჩუნებას ემსახურება”.