ირაკლი ოქრუაშვილი – „ომი დასასრულისკენ მიდის… ჩვენ რაა, ჩვენ? რაც დავიმსახურეთ – შუა თითი“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ომი დასასრულისკენ მიდის... ჩვენ რაა, ჩვენ? რაც დავიმსახურეთ - შუა თითი“ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელსი წერს:

„ომი დასასრულისკენ მიდის და 6 თვეში ან ისე დასრულდება ან ასე. “ასე” დასრულების პირობები უკვე დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე და რუსები დიდი ალბათობით დათანხმდებიან, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ. პირობები ასეთია:
1. რუსები სრულად გადიან უკრაინის ტერიტორიიდან (მათ შორის დონეცკიდან და ლუგანსკიდან);
2. ყირიმი ხდება დემილიტარიზებული ზონა 7 წლის განმავლობაში, სადაც დაშვებული იქნება მხოლოდ წვრილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
3. რუსეთს ყირიმიდან გაყავს შავი ზღვის ფლოტი;
4. რუსეთის სამხედრო ბაზა გადის დნესტრისპირეთიდან და ეს ტერიტორია გადადის მოლდოვის კონტროლქვეშ;
5. უკრაინა ვალდებულებას იღებს 7 წლის განმავლობაში არ გახდეს ნატოს წევრი;
6. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მიმართ არ დაიწყება საერთაშორისო სამართლებრივი დევნა,
ეს ყველაფერი ნიშნავს რუსეთის სრულ კაპიტულაციას და პუტინის რეჟიმის დადასრულს, მაგრამ მთავარი კითხვა სულ სხვაა – ჩვენ რაა, ჩვენ? რაც დავიმსახურეთ – შუა თითი.“