მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:
„მადლობა უფალს. დღეს მან სასწაულებრივად გადამარჩინა და თავიდან დავიბადე… სრულიად უვნებელი და საღ-სალამათი… არადა, წამი იყო დარჩენილი…
დააფასეთ სიცოცხლე და ერთმანეთი…”
სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ავტოავარიაში მოჰყვა.
მოძღვარი ერთაწმინდაში მიდიოდა, როდესაც გზაზე ეს ინციდენტი შეემთხვა.

