სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში წერს:
„ამილახვარმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ და ჩვენი მანდატით მოსულმა დეპუტატმა, მთელ საქართველოს შეაფურთხა თავის განცხადებით და დღემდე იკავებს თანამდებობას და მაყაშვილის ბოდიში ბოდიში არ არის, ამილახვარის ბოდიში ბოდიშია ხომ?
ეს არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, ეს არის კომკავშირის დროინდელი რეპრესიების გაცოცხლება!!!
პს. საერთოდ არ ვიცნობ ამ ქალბატონს მაგრამ დავიცავ ყველგან) ერთი განცხადების გამო, ადამიანს არ უნდა დააკარგვინო პროფესია და სამსახური!”
შეგახსენებთ, გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის კომენტირებისას, განაცხადა:
„ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია შეიძლება მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!”
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მსახიობმა თამარ მაყაშვილმა ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.
მაყაშვილმა აღნიშნული სკანდალის გამო ფეისბუკზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.

