„ოცნება“ ორმა დეპუტატმა დატოვა

„ოცნება“ ორმა დეპუტატმა დატოვაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფრაქცია ,,ქართული ოცნება” ორმა დეპუტატმა, ეროდი გორდელაძემ და გელა ცავლეიშვილმა, დატოვეს. ინფორმაციას გამოცემა გურია news ავრცელებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ეცნობება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას.

სხდომის თავმჯდომარემ, პაატა კიღურაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის წევრთა რაოდენობის ცვლილება განაპირობებს კომისიების შემდგენლობაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ცვლილებას, რაზედაც ინფორმაცია მიეწოდება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატები საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალის” რიგებს უერთდებიან, რომელიც ,,ოცნებიდან” ფორმალურად წამოსულმა პოლიტიკოსებმა დააფუძნეს.