„ჭკვიანური რჩევა მინდა მივცე მათ, რომლებსაც ამერიკის ცივ ქუჩაში უწევთ ყოფნა…“ – ემიგრანტი ამერიკიდან

„ჭკვიანური რჩევა მინდა მივცე მათ, რომლებსაც ამერიკის ცივ ქუჩაში უწევთ ყოფნა...“ - ემიგრანტი ამერიკიდანფეისბუკ ჯგუფ „მექსიკიდან ამერიკაში”, ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს:

„ერთი მარტივი და ჭკვიანური რჩევა მინდა მივცე მათ, რომლებსაც ამერიკის ცივ ქუჩაში უწევთ ყოფნა, რაღაც მიზეზების გამო.

უკვე ზამთარია, თოვლიც მოსული, ამ ფოტოზე ეს ტიპი ფანჯარას წმენდს გარკვეული ანაზღაურებით, ამ ამინდში კი ყოველ მეორე მანქანას, გზაში თუ გაჩერებულს ხელით ჩქარი მოძრაობით წმენდა და მოვლა უნდა, 10.000 -ობით მანქანა მოძრაობს ან გაჩერებულია, თქვენ თუ, მინიმუმ 10 დოლარად გაწმენდთ და მოაცილებთ თოვლს, დღეში, სულ მინიმუმ 300 დოლარიანი იქნებით, გექნებათ ყოველდღიური (დროებითი) სასტუმროსა და საჭმლის ფული, სანამ სხვა , სტაბილურ სამუშაოს იშოვით.

აქ სათაკილო არაფერია, ეს შრომაა, თან მარტივი, სადაც საკუთარი თავის უფროსი მხოლოდ თქვენ ხართ, ხოლო სათაკილო არის ნარკოტიკების მიღება და შუა ქუჩაში ბომჟივით ყოფნა.

ზამთარი თვეობით გრძელდება იქაც”.