ვინ არის 25 წლის კაცი, რომელიც წუხელ ყვარელში მოკლეს

ვინ არის 25 წლის კაცი, რომელიც წუხელ ყვარელში მოკლესკახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოკლული ახალგაზრდა კაცი გიგა არჯევნიშვილია. 25 წლის არჯევნიშვილი სოფელ ენისელში ცხოვრობდა. ის საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

მამის თქმით, მან შვილის მკვლელობის შესახებ გამომძიებლისგან გაიგო.

შეგახსეებთ, ახალგაზრდა კაცი გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით დაჭრეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე პირმა, წარსულში ნასამართლევმა 37 წლის კაცმა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამაჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.