„ჩემი ძმა პეტრე, 10 წლის ასაკში სისტემამ გაანადგურა…” – წერს ნინო გოგაშვილი

„ჩემი ძმა პეტრე, 10 წლის ასაკში სისტემამ გაანადგურა..." - წერს ნინო გოგაშვილი სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„თითქმის ნახევარი წელი გავიდა, რაც მამა დაკავებულია. 5 თვეა პეტრეს მამა არ უნახავს, 4-ჯერ დაწერილ განცხადებაზე უარი გვითხრეს, ამიტომ დღეს სასამართლოში წამოვიდა პეტრე, იმის იმედით, რომ მამას ჩაეხუტებოდა.
მე და ნიკა აღარ შეგვიშვეს, დედა შეუშვეს პეტრესთან ერთად რამდენიმე წამი. ბავშვი ახლოს არ მიუშვეს და მამას ხელით, უხმოდ ანიშნა გულში მიყვარხარო. არ უტირია პეტრეს, მაგრამ მე ვიტირე, როცა მამასგან დაბრუნებული პეტრეს გათეთრებული სახე დავინახე.
ჩემი პეტრე ყველაზე ძლიერია, ჭკვიანი და კეთილი.
10 წლის ასაკში სისტემამ გაანადგურა, მაგრამ ეს ტკივილი პეტრესთვის ბედნიერებით შეიცვლება და ვინც მას ეს ტკივილი მიაყენა, მას კარგს არაფერს მოუტანს, ამიტომ გეშინოდეთ ღმერთის. პეტრეს ტკივილი აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ ყველას!”