დავით სერგეენკო – „მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა მიმდინარეობს ცალსახად არასწორად“

დავით სერგეენკო - „მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა მიმდინარეობს ცალსახად არასწორად“„ქართული ოცნების” დეპუტატი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ როცა აქცენტები არასწორად კეთდება და პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ენიჭება, ეს დამაზიანებელია.

„ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს განსაზღვრავს რა არის უკეთესი პაციენტისთვის. პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების იქნება ეს პოლიტიკოსი და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება. როცა აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა პაციენტის მართვაზე ენიჭება მმართველ პარტიას, პოლიტიკოსებს, არის დამაზიანებელი…

მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა მიმდინარეობს ცალსახად არასწორად”, – თქვა დავით სერგეენკომ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა.