გია ხუხაშვილი: „მთელი ქალაქი რუსი დეზერტირების ბაზრად აქციეთ“

გია ხუხაშვილი: „მთელი ქალაქი რუსი დეზერტირების ბაზრად აქციეთ“გია ხუხაშვილი  სოციალურ ქსელში წერს:

„მერიას გაუკვირდა, რატომ უწოდა „რუსული სოფელი” მათ მიერ გახსნილ ბაზრობას სალომე ზურაბიშვილმა.

იმიტომ უწოდა ბატონებო, რომ ერთხელ რომ გაიაროთ ამ სოფელში, ან  აქვე, თბილისის გულში შეიხედოთ რესტორანში, ბანკში, საბავშვო ცენტრში, თუ პარკში, თქვენი ბრიყვული პოლიტიკის გამო ყველგან რუსული სოფელი დაგხვდებათ.

ჩვენი შვილების და შვილიშვილების ადგილი აღარ დატოვეს არსად ”უფროსმა ძმებმა”მთელი ქალაქი რუსი დეზერტირების ბაზრად აქციეთ…“