რატომ იყო ვანო ჩხარტიშვილი ივანიშვილზე ნაწყენი?!

რატომ იყო ვანო ჩხარტიშვილი ივანიშვილზე ნაწყენი?!ფეისბუქმომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს:

„როდესაც წმინდა ღვაწლით შემოსილ იოანე ვანო ივანე ჩხარტიშვილს დავა ქონდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, მისი ბიზნესების და ქონების მითვისების თაობაზე ანუ ბადრის ქონების და ბიზნესების, ვანიკო ნაწყენი იყო ბიძინა ივანიშვილზე, არ დამეხმარა და არ მეხმარებაო, ბიძინა მართლაც არ დაეხმარა და საერთოდ არ ჩარეულა ამ თემაში. ამაზე ვანო უმაყოფილო გახლდათ, მისი თქმით ბიძინა ივანიშვილს ვალდებულად თვლიდა დახმარებოდა, მიზეზად 2012 წელს როდესაც ბანკ ქართუს და ივანიშვილის ფინანსურ კომპანიებს გზა რომ ჩაუკეტეს, ვანოს წყალობით შემოდიოდა ფული საიდან ამას აღარ ვიტყვი, ანუ ვისი საშუალებით, რის გამოც ვანო პატივცემული ივანიშვილს ვალდებულად თვლიდა გვერდში დადგომოდა. ეს ის შემთხვევაა როდესაც ბიძინა ნამდვილად არ ჩარეულა მათ დავაში და საერთოდ გვერდით გადგა. ვანომ კიდე რა მახინაციებით და რა სქემებით შეძლო შედეგების მიღწევა ეს ცალკე თემაა და თან უდიდესი. ახლა რაც შეეხება ქართული გალობის ფონდს, ეგრეთწოდებულს ვანოს შექმნილს, საინტერესო შემთხვევაა ის, რომ ეს ფონდი ფინანსდება ბიუჯეტიდან ანუ ხალხის ფულიდან და ივანე ჩხარტიშვილი დადის და ქულებს იწერს და პრემიებს გადასცემს თავის სახელით. თავისას უფრთხილდება ხოლო სახელმწიფო ფულით ქველმოქმედებას ეწევა, მაგრამ ამ კაცისგან ყველაფერი მოსალოდნელია“.

რატომ იყო ვანო ჩხარტიშვილი ივანიშვილზე ნაწყენი?!