რუსთავში დედამ და ბებიამ 15 წლამდე მოზარდს სცემეს

რუსთავში დედამ და ბებიამ 15 წლამდე მოზარდს სცემესრუსთავში დედამ და ბებიამ ბავშვს სცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი” ავრცელებს. შემთხვევა ძველ რუსთავში მოხდა.

15 წლამდე მოზარდსა და მის ოჯახის წევრებს, დედასა და ბებიას შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დედამ და ბებიამ მოზარდს სცემეს. ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის.

არსებული ინფორმაციით მომხდარზე მხილებულია 40 წლამდე დედა და 60 წლამდე ბებია.