შალვა ხაჭაპურიძე – „ჩვენ გაგვაჩნია ფარული ჩანაწერი, როდესაც ბატონი გეჯაძე ჩავწერე…  სააკაშვილს მოიხსენიებდა „ჩიტის” სახელით“

შალვა ხაჭაპურიძე - „ჩვენ გაგვაჩნია ფარული ჩანაწერი, როდესაც ბატონი გეჯაძე ჩავწერე...  სააკაშვილს მოიხსენიებდა „ჩიტის" სახელით“პენიტენციურმა სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ანუ მათ მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები წარმოადგენს „ახლადაღმოჩენილ გარემოებას” და საჭიროებს შემოწმებას.

პენიტენციურმა დააყენა მოითხოვა, რომ ახალი ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილს ჩაუტაროს სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ, შ.პ.ს. “ვექტორმა (გეჯაძის ხელმძღვანელობით) და შ.პ.ს. “რეალექსპერტი” (მაია ნიკლოლეიშვილის ხელმძღვანელობით).

პენიტენციურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ თითოეულ საექსპერტო დაწესებულებას გადაეცეს წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, შ.პ.ს. „ვივამედს” დაევალოს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის ექსპერტიზისთვის გადაცემა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკადრების გადაცემა დაბლარვის გარეშე.

„გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები – ხომ არ ვლინდება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ქმედებებში სიმულაციის ნიშნები, აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს ახლადაღმოჩენილ გარემოებას და საჭიროებს კანონით დადგენილი წესით შემოწმებას. ასევე, მართებულად მიგვაჩნია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატაროს საქართველოში საგამოძიებო უფლებამოსილების მქონე სამივე საექსპერტო დაწესებულებამ კერძოდ: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, შ.პ.ს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრმა “ვექტორმა” და შ.პ.ს. “რეალექსპრეტმა”. სიმულაციასთან დაკავშირებული კითხვის გარდა, ექსპერტიზის დასკვნით პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას- არის თუ არა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დაავადებული მძიმე ავადმყოფობით”,- თქვა ნიკა აბრამიშვილმა, პენიტენციურის წარმომადგენელმა.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ უპასუხა, რომ ვიდეო, რომელიც გასაჯაროვდა პენიტენციურმა სამსახურმა შეაფასა, როგორც „ახალი გარემოება”, მაშინ როდესაც, პენიტენციურს დაყენებული აქვს კამერა და მესამე პრეზიდენტს აკვირდებიან 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად უწყებას კადრებზე წვდომა აქვთ წელიწადზე მეტია და თუ ეჭვი გააჩნდათ, შეეძლოთ ექსპერტიზა მანამდეც მოეთხოვათ.

ამის შემდეგ ხაჭაპურიძემ სამივე საექსპერტო დაწესებულების რეპუტაციაზე ისაუბრა, რომელიც პენიტენციურმა დაასახელა.

“სამხარაულის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. და ამ ექსპერტიზის დანიშვნა სამხარაულთან, რომლის დამნიშნავი და განმათავისუფლებელი 24-საათიან რეჟიმში სააკაშვილის დამამცირებელ, აბუჩად ამგდებ განცხადებას აკეთებს, წარმოუდგენელია.

რაც შეეხება „ვექტორს”, ბატონ გეჯაძეს – მე არაერთხელ მქონდა შეხვედრა ბატონ გეჯაძესთან, მსურდა ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ბრძანა, რომ სიამოვნებთ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც დაურეკავენ. მან მითხრა “შალვა ბოდიში, მაგრამ მე არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, რომ დავდე ის, რაც აწყობდა შსს-ს. აქედან გამომდინარე, გეჯაძის ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია. ჩვენ გაგვაჩნია ფარული ჩანაწერი, როდესაც ბატონი გეჯაძე ჩავწერე, როდესაც ამას მელაპარაკებოდა და ბატონ მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებდა “ჩიტის” სახელით.

რაც შეეხებ „რეალექსპერტს” მაია ნიკოლეიშვილს- გახლავთ პათანატომი და ახლა დაიწყო გზებისა და მშენებლობების ექსპერტიზა. ქალბატომი მაია არის პირადი, დაუძინებელი მტერი სააკაშვილს, რასაც არ მალავს. მოგეხსენებათ, ქალბატონი მაია შეიარაღუბული სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით თემურ ჟორჟოლიანთან და სხვა პირებთან ერთად, იქნა გასამართლებული სააკაშვილის რეჟიმის დროს… ქალბატონი მაია დღემდე თვლის, რომ სააკაშვილი არის მისი პირადი, დაუძინებელი მტერი”,- თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. მოსამართლემ პენიტენციურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.