„დაე თქვენს დალალებს გაჰყოლოდეს ყველაფერი ცუდი!“ – მარიამ სირბილაძემ სიმსივნე დაამარცხა

„დაე თქვენს დალალებს გაჰყოლოდეს ყველაფერი ცუდი!“ - მარიამ სირბილაძემ სიმსივნე დაამარცხამარიამ სირბილაძე სოციალურ ქსელში  წერს:

„ქიმიო თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დამეწყო თმის ცვენა. მარტომ დავდექი სარკესთან და ჩემი ხელით გადავიპარსე თმა. ვნანობ, რომ ეს დიაგნოზის დასმისთანავე არ გავაკეთე და თმის ცვენის დაწყებას დაველოდე.

დავდექი სარკესთან და ჩემს თავს ვუთხარი, რომ თმის დაკარგვით იწყებოდა ჩემი ახალი სიცოცხლე. თავს ვიმშვიდებდი, სინამდვილეში ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული საღამო. არ ვიცი მსგავსი ტკივილი როდის ვიგრძენი, არც არასდროს. თითქოს გული მოწყდა არტერიებს და ჩავარდა სადღაც უფსკრულში.

ახლა რომ ვფიქრობ რა წარმოუდგენელ ემოციურ ტკივილებს გავუძელი, ახლა რომ ვფიქრობ რა გამოვიარე, ვიმსახურებ იმას როგორიც ახლა ვარ, სადაც ახლა ვარ. სიყვარულსაც და გაფრთხილებასაც, ყველაფერ ძვირფასს და კარგს რაც სამყაროში არსებობს.

ჰო და ვინც ახლა გადიხართ ამ გზას, ან ვინც მომავალში გაივლის სამწუხაროდ, მინდა იცოდეთ. მინდა იცოდეთ, რომ თმის დაკარგვით იწყება ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია სამყაროში. სიცოცხლის და საკუთარი თავის მიმართ უსაზღვრო სიყვარულის ისტორია.

დაე თქვენს დალალებს გაჰყოლოდეს ყველაფერი ცუდი! ყველა ტკივილი! ყველა ცრემლი! მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად.

და როცა ყველაფერი კარგად იქნება, თმა ისევ დაიწყებს ზრდას. როგორც მოყინულზე ენძელა გააპობს მიწის ზედაპირს და თოვლში ამოვა, ისე ამოვა თქვენი თმებიც.

შეხედეთ ჩემს თმას ახლა. არც თმა მქონდა არც წარბი და არც წამწამი. სამაგიეროდ მქონდა სიცოცხლის უშრეტი წყურვილი და მე გადავრჩი…

ჯანმრთელები უნდა ვიყოთ! არ უნდა შეგვეშინდეს! ყველაფერი შეგვიძლია ადამიანებს. ყველაფერი!”