„დატანჯულია, ნაწამებია ჩემი შვილი“ – ბათუმში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ქალის დედა

„დატანჯულია, ნაწამებია ჩემი შვილი“ - ბათუმში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ქალის დედაბათუმში, გაურკვეველ ვითარებაში 42 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილი 42 წლის დალი ელიზბარაშვილია.

გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი ბათუმში სამუშაოდ იყო წასული.

„ეს არის ნაცემი, მეტი არაფერი. დატანჯულია. ნაწამებია ჩემი შვილი. ხან რას იტყვიან, ხან რას. რას მიბრმავებ თვალებს. ვინ სცემა, ვინ მომიკლა. ამბობენ დაიხრჩო თავიო, რატომ უნდა მოეკლა თავი?“,- ამბობს გარდაცვლილსი დედა.

ოჯახი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებასაც მოითხოვს.