გიორგი მშვენიერაძე – „ცოდვა გამხელილი სჯობს და ვენერა ობოლაშვილის პროცესზე ადვოკატი ვიყავი…“

გიორგი მშვენიერაძე - „ცოდვა გამხელილი სჯობს და ვენერა ობოლაშვილის პროცესზე ადვოკატი ვიყავი...“გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ცოდვა გამხელილი სჯობს და ვენერა ობოლაშვილის პროცესზე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთ დაზარალებულს ვიცავდი.

დაზარალებულები ბლომად იყვნენ თაღლითობის ეპიზოდებზე და დარბაზიც მათ მხარეს ყოველთვის სავსე იყო. აი, ბრალდებულების მხარეს კი, ერთი კაცი დადიოდა სისტემატურად. ერთ-ერთი პროცესის მერე პროკურორი მიადგა:    -ბატონო, თქვენ ვინ ბრძანდებითო?

– ვენერას ქმარი ვარო – იმ კაცმა.

– ბატონო, მერე აქეთ გადმოჯექით, დაზარალებულებისკენ, როგორც პერსპექტიული დაზარალებულიო.”