„ნუ მომიკლავთ შვილს“ – ნიკოლოზ სააკაშვილი

„ნუ მომიკლავთ შვილს“ - ნიკოლოზ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ პროცესები ხელოვნურად არის შეფერხებული და მისი მდგომარეობის დამძიმებით შესაძლოა ფატალური შედეგები დადგეს.

„მე ტრანსპარანტით უნდა დავდგე ქუჩაში, ამ სიცივეში, არა შენობაში და ჰქონდეს დიდი წარწერა, რომ ვარ ეს, ეს, ეს, ვარ 80 წელს მიღწეული, ნუ მომიკლავთ შვილს. ეს არის ხელოვნურად პროცესების შეფერხება, ან მიყვანა ფატალურ მდგომარეობამდე, ან ისე დაინვალიდება, რომ მერე ძალიან ცუდ მდგომარეობაში გააგრძელოს თავის ცხოვრება. ბატონო ზურა, მოდით ყველაფერი გვერდზე გადადეთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილია მიშას მდგომარეობაში, მე რომ ვყოფილიყავი თქვენს ადგილას, მე დღეს გადავდგებოდი”, – თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე გუშინ, 28 იანვარს ვივა მედის კლინიკურმა დირექტორმა ისაუბრა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წონაში ყოველდღიურად იკლებს და  თუ კლება გაგრძელდება, შესაძლოა, “ფატალური შედეგი დადგეს”.

ჩხაიძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს არ ემორჩილება და საკვებს პროტესტის გამო არ იღებს. მის განცხადებას, მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ უპასუხა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს არა “არ”, არამედ “ვერ” იღებს.