პოლონეთში 21 წლის ქართველი ბიჭი დაიკარგა

პოლონეთში 21 წლის ქართველი ბიჭი დაიკარგაოჯახი პოლონეთში დაკარგულ 21 წლის ბიჭს ეძებს. როგორც ახლობლები  ყვებიან, მიშიკო ხარაიშვილი 4 დღეა არ გამოჩენილა.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა კაცი პოლონეთში სამუშაოდ 4 თვის წინ წავიდა.

„Shecin dalie ში პოლონეთში დაიკარგა მიშიკო ხარაშვილი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა გთხოვთ ვისაც გეცნობათ შეგვატყობინეთ იქნებ ვიპოვნოთ ბევრნი ვართ და ერთიანი ძალებით შევძლებთ შეუძლებელს. სახერხებზე მუშაობდა გთხოვთ გადააზიაროთ”, – ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, 21 წლის ქართველის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის პოლიციას უკვე შეატყობინეს.