მას შემდეგ, რაც სახიფათო ინციდენტს ცოცხალი გადაურჩა, თურქეთის ქალაქ ქაისერში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ირმა შაკიაშვილი მუსლიმი გახდა.
შაკიაშვილის მისი თქმით იგი მე-6 სართულიდან გადმოვარდა, ექიმებმა თქვეს რომ მისი ცოცხლად გადარჩენა სასწაული იყო. ქალმა `ღმერთთან პირობა დადო”, რომ იგი ისლამს მიიღებდა.
პროვინციის მუფთის მოადგილემ, დურსუნ სარიმ შაკიაშვილს ინფორმაცია მიაწოდა ისლამის ძირითადი პრინციპების შესახებ.
“ვულოცავ ქალბატონს, რომელმაც უპირატესობა მიანიჭა ისლამის რელიგიას. მან გადაწყვიტა, გახდეს მაჰმადიანი კვლევისა და სწავლის გზით,” – განაცხადა მუფთის მოადგილემ.