„რამდენიმე წლის წინ ჩემთან ცენტრში მოვიდა ყოფილი სამხედრო… ძალიან საშიში იყო, პერიოდულად მეც მემუქრებოდა“ – ლოლა ლომიძე

„რამდენიმე წლის წინ ჩემთან ცენტრში მოვიდა ყოფილი სამხედრო… ძალიან საშიში იყო, პერიოდულად მეც მემუქრებოდა“ - ლოლა ლომიძეფსიქოთერაპევტი ლოლა ლომიძე რამდნეიმე წლის წინ მომხდარ ამბავს იხსენებს, რომელიც მას გადახდა თავს ჯარისკაცთან მიმართებაში. მისი თქმით რამდნეიმე წლის წინ მის კლინიკაშიც იყო ერთი ჯარისკაცი მისული უმძიმესი მენტალური დარღვევებით, რომელიც ძალიან საშიში იყო დახან მასაც კი ემუქრებოდა…
„რამდენიმე წლის წინ ჩემთან ცენტრში მოვიდა ყოფილი სამხედრო. ძალიან მძიმე მენტალური კონციდიით. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკური ტრავმა ჰქონდა მიღებული. ოპერაცია დაუფინანსეს, რომელმაც დისკომფორტი უფრო მოიტანა, ვიდრე პრობლემის გამოსწორება. საჭიროებდა რეაბილიტაციას, მაგრამ ვერ ახერხებდა ფინანსური მდგომარეობის გამო.
მერე მეტროში გაუშვეს სამუშაოდ, 600 ლარიანი ხელფასი და წვრილშვილიანი ოჯახი ჰქონდა.
ძალიან გაბრაზებული იყო, საშიშად გაბრაზებული.
სჭირდებოდა მედიკამენტოზური და ფსიქოლოგიური მკურნალობა. რამდენიმე თვე უფასოდ იარა ჩვენთან ცენტრში, ვაძლევდი მედიკამენტებსაც. დიდი წვალების და მუქარის შემდეგ დაუფინანსეს ჩვენთან მოკლე კურსის გავლა.
ძალიან საშიში იყო, პერიოდულად მეც მემუქრებოდა. მერე ამოეწურა დეპოზიტი, მოერიდა და შეწყვიტა ცენტრში სიარული.
ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია და ძალიან საშიშია.”