თურქეთის საარჩევნო კამპანია გერმანიაში – მინისტრი ბაერბოკი განიხილავს შედეგებს

თურქეთის საარჩევნო კამპანია გერმანიაში - მინისტრი ბაერბოკი განიხილავს შედეგებსგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაერბოკმა თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები  შეხვედრაზე მიიწვია. ერდოღანის მმართველი პარტია AKP-ს ერთერთმა დეპუტატმა ქურთებისა და გიულენის მოძრაობის წევრების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენებით აგიტაცია ჩაატარა.

საგარეო საქმეთა მინისტრ ანნალენა ბაერბოკმა (მწვანეები) თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები შეხვედრაზე მიიწვია. განხილვის საგანი იყო თურქი პოლიტიკოსების მიერ გერმანიაში ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიის დეტალები. „ნეუსში თურქი პარლამენტის წევრის მსგავსი გამოსვლები არ უნდა განმეორდეს“, “სიძულვილსა და სიძულვილის ენას გერმანიაში არ დავუშვებთ.” – წერს ბაერბოკი Twitter-ის გვერდზე.

ბაერბოკმა “მტკიცედ” შეახსენა თურქულ მხარეს, რომ უცხო სახელმწიფოთა საარჩევნო  კამპანიის ღონისძიებები შეთანხმებულ უნდა იქნეს გერმანულ მხარესთან, ხოლო  „თუკი თურქეთის წარმომადგენლები არ დაიცავენ თამაშის წესებს, ჩვენი რეაგირება იქნება შესაბამისი.”

კვირას ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მმართველი პარტია AKP-ს დეპუტატი მუსტაფა აჩიქგიოზი 13 იანვარს სიტყვით გამოვიდა იუნუს ემრეს მეჩეთში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, რომელიც თურქული ულტრანაციონალისტური ორგანიზაცია “რუხი მგლების” ქსელის ნაწილია. იქ აჩიქგიოზმა დამსწრეებს მოუწოდა ქურთების განადგურებისკენ, რომლებსაც ის მოიხსენიებს როგორც „PKK“-ს (ქურთისტანის მუშათა პარტია) ტერორისტებს, ასევე, მან  გიულენის მოძრაობის ((ერდოღანის მთავრობის მიერ ტერორისტული ორგანოდ არის გამოცახადებული სახელით „Fetö“ – „ფეტო“) „Fetö“ – „ფეტო“) მხარდამჭერების დევნისკენ და განადგურებისკენ მოუწოდა მეჩეთში მყოფ საზოგადოებას.

„როგორც თურქეთში ცხოვრების უფლებას არ მივცემთ მათ, ასევე, არც გერმანიაში მივცემთ არსებობის უფლებას“, – განაცხადა დეპუტატმა. „ეს ორი ჯგუფი ძალიან საშიშია. ერთი არის ქურთების ტერორისტული ორგანიზაცია –  რელიგიის უღმერთო მტრები. მეორე კი „ფეტო“ – საზიზღარი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც სურს მუსლიმური რწმენის შეცვლა, დამახინჯება და გააქრისტიანება. თქვენ უნდა იყოთ ფხიზლად.”

გამოსვლის ვიდეო ტვიტერის საშუალებითაც გავრცელდა. ამის შესახებ პირველი ინფორმაცია “Frankfurter Rundschau”-მ გამოაქვეყნა.

გერმანიაში დაახლოებით 1,4 მილიონი თურქი ეროვნების თუ თურქული მოქალაქეობის ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ასევე აქვს თურქეთში ხმის მიცემის უფლება. ბოლოს გერმანიაში თურქი პოლიტიკოსების მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ დისკუსიები 2017 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინ გაიმართა. რამდენიმე მუნიციპალიტეტმა გააუქმა საარჩევნო კამპანიები, ძირითადად უსაფრთხოების შეხედულებებიდან გამომდინარე.

18 ივნისს თურქეთის პარლამენტის 600 წევრს და პრეზიდენტს ერთდროულად აირჩევენ. სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სურს ბოლოჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტობის კანდიდატად.

https://www.spiegel.de/politik/deutschland/annalena-baerbock-prueft-konsequenzen-wegen-akp-wahlkampf-in-deutschland-a-dfc6727e-e6d1-4d7e-8f89-95b349e4478b?s=09