არინა თავაქარაშვილი – „ეროვნული კონგრესი ან ეროვნული კონვენტი უნდა შედგეს და ღიად  გაცხადდეს – ევროპისაკენ!“

არინა თავაქარაშვილი - „ეროვნული კონგრესი ან ეროვნული კონვენტი უნდა შედგეს და ღიად  გაცხადდეს - ევროპისაკენ!“არინა თავაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„პოლიტიკური გარემო, კარსმომდგარი ოკუპანტი, შემოქროლილი მეხუთე კოლონა, ევროქრისტიანული სივრცისკენ ” სწრაფვის დანაწევრება, ჯერ კიდევ ჩვენი მოქალაქეების ნაწილის სწრაფვა და მოქმედება სხვადასხვა ფორმით დასავლური ღირებულებების მხარდასაჭერად, თაობათა ნაოცნებარი დამოუკდებელი და თაავისუფალი საქართველოს იდეა, ახალგაზრდების სწრაფვა და მოქმედება დასავლური ღირებულებებისკენ, ჩვენი ემიგრაციის ტავდაუზოგავი შრომა ოჯახებისთვის და მუდმივად თანადგომა სამშობლოს თავისუფლებისათვის, ჯერ კიდევ სახელმწიფოებრივი აზროვნების ქონა და არსებობა, გათითოკაცებული ბრძოლა და მოქმედება დამოუკიდებელი საქართველოსთვის, ჯერ კიდევ საოკუპაციო ხაზთან” შიშით და მაინც ქართველი გლეხის მიერ დამუშავებული მიწა და გასხლული ვაზი, უკრაინის მიწაზე ჩვენი მეომრების თავგანწირული ბრძოლა ურდოს წინააღმდეგ, ჯერ კიდევ ბოლო ბასტიონივით მდგომი ოკუპანტების საწინააღმდეგოდ მოქმედი და თავისუფალი მედია (დიახ თავისუფალი), ჯერ კიდევ ჩვენში შემორჩენილი 9 აპრილის თავისუფალი და გადარჩენილი თავისუფალი სული, ეროვნულ მოძრაობაში, რუსთაველზე შემდგარი ყველა წრფელი ადამიანი გვაძლევს ვალდებულობას რომ ვთქვა, როგორც ერთმა მოქალაქემ
ე რ ო ვ ნ უ ლ ი კ ო ნ გ რ ე ს ი, ან
ე რ ო ვ ნ უ ლ ი კ ო ნ ვ ე ნ ტ ი
მოკლე ვადაში უნდა შედგეს და ღიად, ერთობლივად უნდა გაცხადდეს ხელისუფლებისაგან განსხვავებული ჩვენი გადაწყვეტილება და არა მარტო სწრაფვა, ევროპისაკენ
არინა წერილი მესამე“