„გუგუნი იყო, ტახტზე ვიჯექი და რამდენჯერმე აიწია” – ოზურგეთში მიწისძვრა მოხდა

„გუგუნი იყო, ტახტზე ვიჯექი და რამდენჯერმე აიწია” - ოზურგეთში მიწისძვრა მოხდა

19 საათსა და 38 წუთზე გურიაში მიწისძვრა იყო.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ოზურგეთიდან 7კმ–ის მოშორებით სოფელ ვაკიჯვარში იყო.

ბიძგები დასავლეთ საქართველოში იგრძნობოდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 4.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

გუგუნი იყო, ტახტზე ვიჯექი და რამდენჯერმე აიწია”,  – ამბობენ “გურია ნიუსთან”.