სამი რუსი ავტორიტეტი, რომელიც „ვაგნერის“ წევრი იყო, უკრაინაში მოკლეს

სამი რუსი ავტორიტეტი, რომელიც „ვაგნერის“ წევრი იყო, უკრაინაში მოკლესellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფი ამბობს, რომ სამი რუსი კრიმინალური ავტორიტეტი დაიღუპა უკრაინაში ომში. ისინი კოლონიებში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერმა” გაუშვა.

მათი ცნობით, დაღუპულები არიან 59 წლის სერგეი მაქსიმენკო, 55 წლის ანდრეი ბერეჟნიხი და 55 წლის იგორ კუსკი.

Bellingcat წერს, რომ ანდრეი ბერეჟნიხს 2013 წელს, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას მკვლელობას, ასევე მრავალ სხვა დანაშაულს ედავებოდნენ, რომლებიც მისმა ბანდამ სატაოვოის რეგიონში 1994 წლიდან 2011 წლამდე ჩაიდინა. მანამდე ბერეჟნიხი სარატოვის სასამართლომ 10 ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვისაც გაასამართლა.

ტელეგრამის არხი, რომელიც ფოკუსირებულია რუსეთის კრიმინალურ სამყაროზე, ირწმუნება, რომ ბერეჟნიხი დაიღუპა უკრაინაში ბრძოლის დროს 2022 წლის 8 დეკემბერს, “ვაგნერთან” შეერთებიდან ერთი თვის შემდეგ. მისი მშობლიური ქალაქის ადგილობრივი მედიები ადასტურებენ მომხდარს. ღვთისმსახურება მისთვის გარდაცვალებიდან 1 თვის შემდეგ, მართლმადიდებლური შობის დროს, ბალაკოვოს სამების საკათედრო ტაძარში აღევლინა.

რაც შეეხება სერგეი მაქსიმენკოს, ის 59 წლის იყო 25-წლიან სასჯელს იხდიდა მორდოვიის რესპუბლიკაში. რუსული მედია ამბობს, რომ მან “ვაგნერთან” შეთანხმება 2022 წლის სექტემბერში გააფორმა. მაქსიმენკო ხელმძღვანელობდა კრიმინალურ დაჯგუფებას ქალაქ პენზაში, სახელად “ოლიმპია”, რომელიც 1990-იან და 2000-იან წლებში იყო დაკავებული პროსტიტუციის, გამოძალვისა და მკვლელობების ორგანიზებით.

გავრცელებული ცნობებით, მაქსიმენკო 2022 წლის დეკემბერში დაიღუპა. მის დაკრძალვასთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია გავრცელდა, ცნობილია, რომ კრიმინალური ავტორიტეტი 4 იანვარს პენზას სასაფლაოზე დაკრძალეს.

Bellingcat წერს, რომ მესამე პირი არის – იგორ კუსკი, რომელიც 55 წლის იყო “ვაგნერთან” შეერთების დროს. ის 23-წლიან სასჯელს იხდიდა კომის რესპუბლიკის დედაქალაქ სიქტივკარში. 2015 წლის სასამართლოს განჩინებაში წერია, რომ მან 1998 წელს კრიმინალური დაჯგუფება შექმნა სახელად “კუსკოვსკიე”. ისინი ძირითადად შეკვეთილ მკვლელობებს ასრულებდნენ.

იგორ კუსკი ავღანეთის ომის ვეტერანი იყო, ცნობილია, რომ მას ომში მონაწილეობა თავადაც სურდა მანამ, სანამ “ვაგნერი” ციხეში “მიაკითხავდა”. მისმა ცოლმა რუსულ მედიას უთხრა, რომ ის შეუერთდა “ვაგნერს”

მას სურდა უკრაინაში ბრძოლა მანამდეც, სანამ ვაგნერი მის ციხეს მოინახულებდა. კუსკას ქვრივმა რუსულ დელოვაია გაზეტას განუცხადა, რომ მან რამზან კადიროვს წერილი გაუგზავნა უკრაინაში საბრძოლველად. თუმცა, მოგვიანებით იგი ვაგნერში აღმოჩნდა. უცნობია, უთხრეს თუ არა მას ჩეჩნებმა უარი და რის საფუძველზე. მისმა ქვრივმა თქვა, რომ იგი შეუერთდა “ვაგნერს” ფრონტზე გამგზავრებამდე 25 ივლისს. მის დაკრძალვის ცერემონიაში 700-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.