სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამბობენ, გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა.
მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და სხვა რეისები გეგმურად სრულდება.