თურქეთში მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა

თურქეთში მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლაცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.  გარდაცვლილი ია ჭკადუაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისივე ახლობლები ავრცელებენ.  ცხედარი  ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს.

გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ისევ შეიცვალა. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვი სირიასა და თურქეთში 11.000-ს გადააჭარბა. დაშავებულია 40.000-მდე  ადამიანი.