„ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, წმინდა ნინოს პანსიონატის აღსაზრდელებს ივანიშვილის ოჯახისთვის ლოცვას ავალებდნენ, კერძოდ, ბიძინას, ბერას, ეკა ხვედელიძის, ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი ვოლსკისთვის უნდა ელოცათ.
საპატრიარქოს ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი “შაბათის ეთერთან” ამბობს, რომ სიაში ვისთვისაც, ბენეფიციარებს უნდა ელოცათ მხოლოდ ივანიშვილი და მისი ოჯახი არ ყოფილა, ითხოვდნენ ლოცვას მოქმედი პრემიერის, სალომე ზურაბიშვილისთვის და მეუფის ვალების დასაფარადაც კი.
„ვკითხულობდით დაუჯდომლებს, ბოლოს ეს რომ დამთავრდებოდა, იყო მოსახსენებელი: ჩვენც ვიყავით ამ მოსახსენებელში, მაგრამ პირველები იყვნენ ბიძინა თავისი ოჯახით, ვოლსკიც კი ეწერა” – აცხადებს რესპონდენტი მედიასთან.