„უფალი სახარებაში 4 კატეგორიად ჰყოფს ადამიანებს“- მამა ლევანი

„უფალი სახარებაში 4 კატეგორიად ჰყოფს ადამიანებს“- მამა ლევანიმამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს:

„ვფიქრობ ეს ყველა ადამიანის წასაკითხია, ამიტომ გაუზიარეთ ყველას ვისაც შეძლებთ.
უფალი სახარებაში 4 კატეგორიად ჰყოფს ადამიანებს, და ისინი შედარებული ჰყავს მარცვლის თესვასთან.
I მარცვალი-გზაზე დავარდა, რომელიც გაითელა და ცის ფრინველებმა შეჭამეს. ეს ადამიანთა ის კატეგორია, ვინც არ უსმენს საეკლესიო მოძღვრებას. როგორც გზა ვერ იღბს თესლს, იმიტომ რომ გაქვავებულია, ასევე გულქვა ხალხიც, რამდენიც არ უნდა ელაპარაკო, არ იღებენ უფლის სიტყვას, არ მოდიან ტაძარში, არ იცავენ რჯულს და ვერ ცხონდებიან.
II მარცვალი კლდეზე დავარდა, სადაც ცოტა იყო მიწა და აღმოცენებისთანავე გახმა. ეს ის კატეგორიაა ვინც იყო ეკლესიაში, გაიგეს რჯული, აღტაცებულნი იყვნენ, ეზიარნენ, მაგრამ ამასოფლიური საცდურების წინაშე საჭმელი, სასმელი, ნარკოტიკი, გარყვნილება, ფული უძლურნი აღმოშნდნენ, მიატოვეს ტაძარი და იღუპებიან.
III მარცვალი ეკალ ბარდებში ჩავარდა, გაიზარდა მაგრამ ეკლება მოაშთვეს. ეს ის კატეგორიაა ვინც იყო ეკლესიაში და განსაცდელის, საქმეების თუ დასჯის გამო წამოვიდნენ და წარწყმდნენ.
IV მარცვალი დაეცა პოხიერ ნიადაგზე და გამოიღო ასმაგი ნაყოფი. ეს ის ხალხია ვინც გულწრფელად მორწმუნებს და ბერდება ტაძარში.
როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, კაცობრიობის სამი წილი წარწყმედულია და ერთი ნაცხონები. ჩაფიქრდი, რომელ კატეგორიას ეკუთვნი შენ და…“