,,კომპანია “გეოდეზია” არის ადგილი, საიდანაც თქვენი ოცნების პროექტის განხორციელება დაიწყება.“
კომპანია გეოდეზიის ისტორია სულ რაღაც ათი წლის წინ დაიწყო. ამ წლების განმავლობაში იყო უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი და გამოწვევა, რამაც კომპანიის გუნდი კიდევ უფრო ძლიერი, პროფესიონალი და გამოცდილი გახადა.
გეოდეზიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ასეთია:
· თბილისის ბოტანიკური ბაღი;
· ვაკის პარკი;
· ბაკურიანის საბაგირო გზა;
· სენაკის გაზის ხაზობრივი ნაგებობა;
· ედსჰაბი.
რატომ უნდა ავირჩიოთ ,,გეოდეზია“?
კომპანია “გეოდეზიისთვის” პრიორიტეტული შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხია. გუნდში მუშაობენ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და ყველა მოთხოვნა სრულდება იდეალური სიზუსტით.
“გეოდეზიამ” ნდობა და კეთილგანწყობა მოიპოვა არა მხოლოდ მეგობრულობით და საქმის მაღალი ხარისხით შესრულებით, არამედ – დედლაინების პრინციპულად დაცვითაც.
რას გთავაზობთ ,,გეოდეზია“?
“გეოდეზია” მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
· მიწის აზომვა;
· შიდა აზომვა;
· ტოპოგრაფიული გეგმა;
· ნაკვეთის გამიჯვნა;
· დაკვალვა.
მოდით განვიხილოთ რას მოიცავს თითოეული მათგანი.
მიწის აზომვა
ეს არის სერვისი, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კერძო, სააგარაკე, აუქციონზე გასატანი, სალეგალიზაციო, გასამიჯნი და გასაერთიანებელი ნაკვეთების დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად აუცილებელ საკითხებს. ესენია შესაბამისი მიწის აზომვითი სამუშაოები და აზომვითი ნახაზის მომზადება.
მომსახურება მოიცავს, კერძო სახლების, კორპუსის ბინების, კომერციული და საოფისე ფართების თუ სხვა ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების და იპოთეკით დატვირთვის დროს, საჭირო ფართების შიდა აზომვასა და დეტალური ნახაზის მომზადებას.
ბინის აზომვა და მის ნახაზში წარმოდგენილი პროექტი მოიცავს, როგორც ოთახების განლაგებასა და ფართობს, ასევე კარ-ფანჯრების მდებარეობას.
ტოპოგრაფიული გეგმა
იმისათვის რომ შეიქმნას ტოპოგრაფიული რუკა, საჭიროა საველე სამუშაოების შესრულება და 1:500 მასშტაბის შესაბამისი ტოპო-გეგმის მომზადება.
აღნიშნული სერვისი მოიცავს ტერიტორიაზე პროექტის შედგენისთვის, ამ ტერიტორიის და მასზე არსებული ობიექტების დეტალურ აზომვას, ასევე რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნასა და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადებას.
ნაკვეთის გამიჯვნა
ეს მომსახურება კი მათთვისაა, ვისაც ერთი ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად გაყოფა ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გაერთიანება და ხელახალი რეგისტრაცია სჭირდება. რეგისტრაციისთვის კი საჭიროა შესაბამისი საამზომველო სამუშაოები და საკადასტრო აზომვითი ნახაზები.
დაკვალვა
მიწის აზომვის და ველზე მონაცემთა შეგროვების გარდა, ხშირად საჭიროა უკვე აზომილ და შედგენილ პროექტში არსებული წერტილების რეალობაში გადმოტანა და დაფიქსირება ანუ დაკვალვა.
ნებისმიერი სერვისით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში კონსულტაცია უფასოა.
,,გეოდეზია“ და ციფრული მარკეტინგი
დღესდღეობით რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება გქონდეს წარმატებული ბიზნესი ციფრული მარკეტინგის გარეშე. სწორედ ამიტომ, ,,გეოდეზიამ“ საკუთარი კომპანიის გაციფრულებისთვის დაიხმარა ციფრული მარკეტინგული სააგენტო adshub.ge.
Adshub.ge მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებებს: SEO, SEM, SMM, ქოფირაითინგი და ვებ გვერდის დამზადება.
Adshub.ge-თან თანამშრომლობა უპირობო წარმატების გარანტია.