არჩილ გამზარდია – „ჯაღმაიძე მუქარაზე ნუ ილაპარაკებს, ტელეფონზე საუბრისას მითხრა, ასე თუ გვაკრიტიკებ, არც  დაგავიწყდეს ოჯახი და შვილები რომ გყავსო“

არჩილ გამზარდია - „ჯაღმაიძე მუქარაზე ნუ ილაპარაკებს, ტელეფონზე საუბრისას მითხრა, ასე თუ გვაკრიტიკებ, არც  დაგავიწყდეს ოჯახი და შვილები რომ გყავსო“არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

დეკ. ჯაღმაიძე ბულინგსა და მუქარაზე ნუ ილაპარაკებს, ტელეფონზე საუბრისას რომ მითხრა, ასე თუ გვაკრიტიკებ და ისაუბრებ ჩვენზე, არც ის დაგავიწყდეს, ოჯახი და შვილები რომ გყავსო, თავის მუქარებზე იფიქროს.
ჩემთან ეთერში ვინც მოვიდა, სასულიერო პირი, ყველას რომ დაემუქრა, მერე ეგ მიამატოს.
სასულიერო პირები, ვინც კი რამე საქმიანობა სცადა, რომ დაამუშავა, ჩვენს უნებართვოდ საქმიანობას როგორ ბედავ და თუ რამეს აკეთებ, “წილში” შემოდიო, მერე მაგით დაასრულოს.
პირად საუბარში რეებიც გამიბედა და დამემუქრა შვილებზე თუ ახლობლებზე, თავის დროზე, არც ეგ დაავიწყდეს.
უზნეო და განსაკუთრებით უვარგის ადამიანად მიმაჩნია და საკმარისზე მეტი მოტივი მაქვს, კიდევ ბევრს არ ვწერ მაგაზეც და მიტრ. შიოზეც.
ასე, რომ, ეყოს გონიერება და ურჩევნია, გაჩუმდეს ეგეც და მაგის ბოსიც, ღვთისმოსავად რომ მოაქვთ თავი და მამონს რომ ემონებიან.“