აუსტრევიჩიუსი – „მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის ზღვარზეა”

აუსტრევიჩიუსი - „მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის ზღვარზეა" „მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის ზღვარზეა”- ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა.

მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაუარესებულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი:

„მიხეილ სააკაშვილი  ორი უწყვეტი ვადით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რეფორმისტი, პოლიტიკური აქტივისტი. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკამ გარდაქმნა საქართველოს საზოგადოება და ეკონომიკა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით და ეროვნული კურსი ენერგიულად მიმართა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციისაკენ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მიხეილი დააკავეს, მიუსაჯეს 8 წელი და რჩება ციხეში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის ზღვარზეა. მან დაიკლო 120 კილოდან 62-64 კილომდე, – განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.