დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს – გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყოშემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ.

მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბევრი მცდელობის და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობებით, 12 წლის გოგოს ძალადობის კვალი აღენიშნება, ამბობენ რომ მოზარდი გაგუდეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.