„ეგ არ იყო ზვიადს დიქტატორს რომ ეძახდა, ხოლო იოსელიანს, სიგუას და კიტოვანს მადლობებს უხდიდა?“ – ლადო სადღობელაშვილი პრეზიდენტზე

„ეგ არ იყო ზვიადს დიქტატორს რომ ეძახდა, ხოლო იოსელიანს, სიგუას და კიტოვანს მადლობებს უხდიდა?“ - ლადო სადღობელაშვილი პრეზიდენტზელადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს რომ გადმოდგა პარლამენტის ტრიბუნიდან და ზვიად გამსახურდიას სიტყვებს იმეორებდა – აღსრულდა ნება ქართველი ერისაო, ეგ არ იყო ზვიადს დიქტატორს რომ ეძახდა, ხოლო იოსელიანს, სიგუას და კიტოვანს მადლობებს უხდიდა? ეგ პუჩისტი ! ერთხელ მაინც ასულიყო ზვიადის საფლავზე და ყვავილი მიეტანა, (თუმცა მაგას გამბედაობა უნდა), მაშინაც აღსრულდა ქართველთა ნება შენ რომ პრეზიდენტად “დაგვასვეს მთელ ერს თავზე” შე 2% პარტიის ლიდერო?
– არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო ამ ქალზეა ნათქმავი, მაგრამ ჩვენ ქართველებმა რა დავაშავეთ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, უცხო ქვეყნის პენსიაზე მყოფი რომ მოგვაჯდა თუ მოგვაჯინეს?! მაშინ უნდა ამოგვეღო ხმა, იმედია აწი გავითვალისწინებთ…
Ps რაც შეეხება “ოცნების” დეპუტაცია დღეს რომ ბოდიშებს იხდიან – მერამდენედ თან ? გახარია, კვირიკაშვილი, მარგველაშვილი ახლა ზურაბიშვილი, ნორმალური ადამიანი ბოდიშს ერთხელ იხდის, ხოლო თქვენ შემთხვევაში ძვირფასებო ეგ არის დიაგნოზი!“