ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობა შეეფარდა

ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობა შეეფარდამარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10.000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით,  მან 7 მარტის აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ავტომანქანას.  დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აკვეთა ემუქრება.

გრიგორიადის დაკავების შესახებ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ის წარსულში “მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი”. ასევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის “დროას” წევრი იყო.

პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ გრიგორიადისის დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო.