შალვა პაპუაშვილი – „მე მივეკუთვნები უფრო 90-იან-2000-იანების თაობას“

შალვა პაპუაშვილი - „მე მივეკუთვნები უფრო 90-იან-2000-იანების თაობას“„დღეს საუბარი არის გარკვეულ თაობებზე. ყველამ უკვე შეისწავლა ვინ რომელ თაობას მიეკუთვნება, მაგრამ მე მივეკუთვნები უფრო 90-იანი – 2000-იანების თაობას. იმ თაობას, რომლებმაც გამოვიარეთ ის პერიოდი, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებებმა, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ყველა აისბერგს მიგვაჯახა. რაც კი შეიძლება ერთ ქვეყანას გადახდენოდა ყველაფერი გვქონდა, სამოქალაქო ომიც, ასეთი ომიც, ისეთი ომიც, ეკონომიკური კრიზისი, კატასტროფა, ყველაფერი გვქონდა საერთოო ჯამში.

რთულია თქვა რა შეეძლო მაშინდელ ხელისუფლებებს აეცილებინათ, ან ვერ აეცილებინათ, მაგრამ ფაქტია რომ ყველაფერს მივეხეთქეთ. ასევე ფაქტია, რომ ბოლო 10 წელი, ყველა აისბერგს, “ქართული ოცნების” პირობებში ამ ქვეყანამ გვერდი აუარა, მათ შორის ბოლო 1 წლის განმავლობაში იმ უდიდეს რისკს, რასაც ჰქვია რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლის შესაძლებლობა და ეს რისკი რომ არის, საზოგადოება ბევრჯერ დარწმუნდა.” – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.