ლევან ხაბეიშვილი – „სუს-ის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი და არ იხევენ უკან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე“

ლევან ხაბეიშვილი - „სუს-ის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი და არ იხევენ უკან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, საკომიტეტო სხდომიდან მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ძალების გამოყენებით გამოიყვანა.

„ფაქტობრივად სუს-ის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი და არ იხევენ უკან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. შეშლილი პუტინისტები არიან, ესენი არიან პუტინის თუთიყუშები. ერთი ერთში იმეორებენ იმას, რასაც პუტინი საუბრობდა. არაფერი სხვაობა მათ ლექსიკაში, მათ საუბარში არაა. ანრისა და პუტინის ლაპარაკს შორის განსხვავება არაა, კობახიძესა და პუტინს, ლავროვს, სალავიოვს, მარგარიტა სიმონიანს შორის განსხვავება არაა. კი არ გამოვედით, ფიზიკურად გამოგვაგდეს. 12-მა კაცმა, ე.წ. მანდატურებმა, სუს-მა და ვიღაცებმა გამოგვიყვანეს. მათ შორის, პარლამენტის რუსეთუმე, პუტინისტი დეპუტატები მზად არიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამ წუთებში რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს. პარალელურად აქცია იმართება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ.

რუსული კანონპროექტის ინიციატორი “ხალხის ძალაა”. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს. ე.წ. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინფიცირებენ მეორე კანონპროექტსაც “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.

“ქართული ოცნება” აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს