კასპში შვილმა 80 წლის დედას სცემა

კასპში შვილმა 80 წლის დედას სცემაკასპის მუნიციპალიტეტში შვილმა 80 წლის დედას სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ტვ მონიტორინგი“ ავრცელებს.

შემთხვევა გუშინ ზემო ხანდაკში მოხდა. მამაკაცი ძალადობაში არაერთხელ იყო მხილებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, დედის ცემის გამო  იგი სასჯელს ადრეც იხდიდა.

შსს-მ მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტით (მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობს.