მარიუპოლში ახალი მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს 

მარიუპოლში ახალი მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს Google-map-ის განახლებული ფოტოების შედეგად მარიუპოლში ახალი მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.

„ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ყველა სასაფლაოს რუკა და ვიპოვეთ მასობრივი საფლავების ახალი სექტორები ნოვოტროიცკის სასაფლაოზე“,- განაცხადა ანდრიუშენკომ.

ამასთან, მისი თქმით, ვინ არის დაკრძალული და რა პერიოდში ამ საერთო სამარხში, უცნობია.

„ვეცდებით, გავარკვიოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ანდრიუშენკომ.

მერის მრჩეველის თქმით, ფოტოები თანამგზავრიდან 2022 წლის მარტის შემდეგ სხვადასხვა პერიოდშია გადაღებული.