პოლონეთში 2 ახალგაზრდა ქართველი ავტომობილების ქურდობისთვის დააკავეს

პოლონეთში 2 ახალგაზრდა ქართველი ავტომობილების ქურდობისთვის დააკავესპოლონეთში 2 ახალგაზრდა ქართველი ავტომობილების ქურდობისთვის დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, პოლონელი სამართალდამცავები ახალგაზრდა ქართველების ავტომობილების გაქურდვას ედავებიან.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ქართველი კაცები დაპარკინგებულ ავტომობილებს ტეხდნენ და ძვირფას ნივთებს იპარავდნენ.

ქართველების დაკავება სწორედ ერთ-ერთი ქურდობის დროს მოხდა.