რატომ დატოვა საქართველო გურამ ფალავანდიშვილმა

რატომ დატოვა საქართველო გურამ ფალავანდიშვილმაგურამ ფალავანდიშვილმა ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დატოვა – ანტიდასავლური აქციების ორგანიზატორი ათონის მთაზე, მონასტერში მას შემდგე გაემგზავრა, რაც ის სამართალდამცველების სამიზნე გახდა. პოლიციამ ფალავანდიშვილის მანქანაში აღმოაჩინა 45 წლის დიმიტრი თარხან-მოურავი, რომელსაც 34 წლის ბაჩი ეგრესელაშვილის განზრახ მკვლელობისთვის მთელს საქართველოში ეძებდა.

სპეცოპერაცია, მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად წოდორეთის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 აპრილს, გვიან ღამით ჩატარდა. იმ დღეს გურამ ფალავანდიშვილის ავტომობილი კრიმინალურმა  პოლიციამ გააჩერა. ჩხრეკის დროს, უკანა სავარძელზე მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის დიმიტრი თარხან-მოურავი იჯდა.

ფალავანდიშვილმა პოლიციას უთხრა, რომ ძებნილი  მამათა მონასტრიდან წინამძღვარის ბასილ ანთაძის თხოვნით წამოიყვანა.

ევროპის ჩემპიონი დიმიტრი თარხან-მოურავი პოლიციამ აღიარებითი ჩვენების შემდეგ განყოფილებიდან პირდაპირ წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. მას გამოძიება 22 აპრილს, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე საკუთარ სახლში 34  ბაჩა ეგრისელაშვილის მკვლელობას

ედავება ოფიციალური ვერსიით, თარხან – მოურავმა  სამი თვითმხილველის თვალწინ მოკლულს დანა 5 ჯერ ჩაარტყა-ეგრისელაშვილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სად უნდა მიეყვანა მკვლლეობაში ბრალდებული კაცი ფალავანდიშვილს და ეხმარებოდა თუ არა ის მამა ბასილის თხოვნით დამნაშავეს მიმავლაში?