18-წლიანი ძებნის შემდეგ, დორტმუნდის აეროპორტში მკვლელობაში ბრალდებული ქართველი დააკავეს

18-წლიანი ძებნის შემდეგ, დორტმუნდის აეროპორტში მკვლელობაში ბრალდებული ქართველი დააკავეს18-წლიანი ძებნის შემდეგ დორტმუნდის აეროპორტში მკვლელობაში ბრალდებული 52 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

კაცი გერმანიაში ქუთაისიდან ჩაფრინდა და საპასპორტო კონტროლის გავლისას, აეროპორტში, ნერვიულობა ადვილად შესამჩნევი იყო. როგორც გაირკვა, მამაკაცს სამართალდამცველები წლების განმავლობაში ეძებდნენ.

დანაშაული მან 2005 წლის ივნისში, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში ჩაიდინა. 29 წლის კაცი გულის არეში ქუჩაში, სასიკვდილოდ დაჭრა. ძებნილის იდენტობა თითის ანაბეჭდით დაადასტურეს.