2 თვე საწოლში გაუნძრევლად თუ იწვებით, 19.500 დოლარს გადაგიხდიან 

2 თვე საწოლში გაუნძრევლად თუ იწვებით, 19.500 დოლარს გადაგიხდიან თუკი საწოლში გაუნძრევლად წოლა თქვენი ჰობია, NASA მზადაა, 19.500 დოლარი გადაგიხადოთ, რათა 60 დღის განმავლობაში, 24 საათის მანძილზე იწვეთ.

რატომ იხდის ნასა ამაში? ეს კვლევები კოსმოსური სააგენტოს მკვლევრებს ეხმარება, დაინახონ ის ცვლილებები, რასაც ასტრონავტის სხეული განიცდის კოსმოსური ფრენისას უწონადობის გამო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

შესარჩევი კომიტეტი ეძებს მონაწილეებს, რომლებიც ფლობენ ნამდვილი ასტრონავტის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თვისებებს.

„ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ შევარჩევთ ადამიანებს, რომლებიც მენტალურად მზად არიან, გაატარონ [ორი თვე] საწოლში. ყველას არ აწყობს ეს. ყველა ტიპის ადამიანი ვერ გაძლებს ხანგრძლივი დროით საწოლში”,- აცხადებენ NASA-ში.