824 ლარად მოსკოვში – Georgian Airways-მა ბილეთების გაყიდვა დაიწყო

824 ლარად მოსკოვში - Georgian Airways-მა ბილეთების გაყიდვა დაიწყოქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ვებგვერდზე თბილისი-მოსკოვის ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია.

მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა 20 მაისს არის დაგეგმილი. ყველაზე იაფი რეისი 22 მაისსაა დაგეგმილი, ბილეთის ფასი, 824 ლარსა და 90 თეთრს შეადგენს. დანარჩენ რეისებზე ერთი გზის ბილეთის საშუალო ფასი 950 ლარზე მეტია.

15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

პირველ რეისს მოსკოვიდან 19 მაისს, რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” შეასრულებს, ხოლო 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს კვირაში შვიდჯერ, ავიაკომპანია Georgian Airways დაიწყებს.